სასტიკი ანგარიშსწორება 16 წლის მოზარდზე – პირველი ინტერვიუ დაკავებული ბიჭის დედასთან

16 წლის სკოლის მოსწავლის დაჭრის ფაქტზე დაკავებული 20 წლის ბიჭი ბრალის წარდგენას ელოდება. ეჭვმიტანილი ახლა დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი. გავრცელებული ინფორმაციით, ის დუმილის უფლებას იყენებს.
რა მოხდა სოფელ ზემო ყულარში და რატომ გაიმეტა ბავშვობის მეგობარმა მოზარდი სასტიკი ანგარიშსწორებისთვის? – ეს არ იცის, არც დაკავებულის დედამ. მას “პირველები” ცოტა ხნის წინ ესაუბრა.
დედა “ტვ პირველთან” ინტერვიუში ამბობს, რომ მოზარდებს შორის ხელჩართულ ჩხუბს ჰყავს თვითმხილველებიც, თუმცა მისი თქმით, ისინი არავის გაუშვებელია.
სახლიდან მშვიდად გამოვიდა, მერე რაე იჩხუბეს, ჯერ ვერაფერი გავიგე, ვიღაცებს დაუნახავთ, რომ ხმამაღლა საუბრობდნენ, ნეტავ რატომ არ გააშველეს. ახლა იზოლატორშია, იქიდან მოვდივართ. ჩვენ არავინ გვიშვებს მასთან და იქ რას იტყვის არ ვიცი”, – ამბობს დედა.
სკოლის მოსწავლის გადარჩენას, რომელსაც წინასწარი ინფორმაციით, 50 ჭრილობა დანით აქვს მიყენებული, ექიმები ამ წუთებშიც ცდილობენ. “პირველების” ინფორმაციით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყულარში მოხდა. მოზარდი თანასოფლელმა გუშინ იპოვა – “განწირული მთელი ღამის განმავლობაში ითხოვდა შველას”.
როგორც ოჯახის წევრები ყვებიან დაჭრილი სკოლის მოსწავლე, მინდორში, “დანით დაჩეხილი, სისხლში ცურავდა”.
რაც შეეხება დანაშაულის მოტივს, ერთ-ერთ ვერსიად ნარკოტიკული თრობა სახელდება. როგორც დაჭრილი მოზარდის ოჯახის წევრები ამბობენ, დაკავებული აქამდეც ხშირად უნახავათ ნარკოტიკების ზემოქმედებსი ქვეშ.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინაეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”