ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"სასოწარკვეთილები აჰაჰავებენ ამ პოსტს. დასცინიან მარო მაყაშვილის ხსოვნას"

"სასოწარკვეთილები აჰაჰავებენ ამ პოსტს. დასცინიან მარო მაყაშვილის ხსოვნას"
ბლოგერი დავით ჩუთლაშვილი:
დღეს 19 თებერვალია, საქართველოს ეროვნული გმირის, 18 წლის ასაკში რუსების მიერ უმოწყალოდ მოკლული მარო მაყაშვილის გარდაცვალების დღე. გავიხსენოთ ეს გმირი გოგო! ნურასოდეს დავივიწყებთ მას! ნურასოდეს დავივიწყებთ, რომ რუსეთი უდამპლესი იმპერიაა, ტერორისტული, სისხლიანი იმპერია! ვებრძოლოთ რუსეთის მეტასტაზს, ივანიშვილის რეჟიმს! ვებრძოლოთ, სანამ ის არ დასრულდება!
დიდება მაროს ხსოვნას! დიდება გმირებს!
ერთი შეხედეთ, რამდენი ტროლი და ბოტი შემომისია ამ პოსტის ქვეშ რუსულმა ოცნებამ. სასოწარკვეთილები აჰაჰავებენ ამ პოსტს. დასცინიან მარო მაყაშვილის ხსოვნას.
აი ეს ხალხი მართავს ჩვენს ქვეყანას, მეგობრებო. ხომ ხვდებით, ვისთან და რასთან გვაქვს საქმე.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.