არქივი8 ნოემბერი, 2025, 16:41
სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება - გერმანიის ელჩი დაბრუნდა

სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება - გერმანიის ელჩი დაბრუნდა
საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი საქართველოში დაბრუნებას ეხმაურება და მადლობას უხდის ქართველ ხალხს მადლიერებით და სოლიდარობით მიღებისთვის.
„სასიამოვნოა თბილისში დაბრუნება. დიდი მადლიერება და სიყვარული მრავალ კეთილ ადამიანს და მეგობარს საქართველოში, რომლებმაც მადლიერებითა და სოლიდარობით მიმიღეს“, - წერს ელჩი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, გერმანიამ ელჩი საქართველოდან კონსულტაციებისთვის გაიწვია. ორი დღის წინ კი უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დიპლომატი საქართველოში დაბრუნდა.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.