სასარგებლოა თუ არა ღვინო ჯანმრთელობისთვის? –

ინფექციონისტი :
,,მითები ალკოჰოლზე
მითი 1. ღვინო (განსაკუთრებით წითელი ღვინო) სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის
არსებობს ადრე გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც ამბობდა, რომ ალკოჰოლის გარკვეული რაოდენობა სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის კუთხით. ამ კვლევას უამრავი ცდომილება ახლავს და ამის განხილვას აქ არ დავიწყებ (ეპიდემიოლოგიას როცა ვასწავლი სტუდენტებს, ერთ-ერთ მაგალითად ეს სტატია მომყავს კვლევაში არსებული ხარვეზების განხილვისთვის).
რეალობა ისაა, რომ ანტიოქსიდანტი (რეზვერატროლი), რომელსაც ხშირად იშველიებენ ღვინის სასარგებლო თვისებების აღსაწერად, ღვინოში იმდენად ცოტაა, რომ სათვალავში ჩასაგდებიც არაა.
თუ ანტიოქსიდანტის მიღება გვინდა, რაღა მაინცდამაინც ღვინო, უამრავ სხვა პროდუქტშია, მაგალითად, ყურძენი, კენკრა, შავი შოკოლადი და ა.შ. ადამიანებს ეს არგუმენტი თითქოს თავის მართლების საშუალებას აძლევს, დალევა კი არ უნდათ, ღვინო სასარგებლოა და იმიტომ სვამენ (ანტიოქსიდანტის მიღების მიზნით ნუ დაიტანჯებით ღვინის დალევით:)
ღვინოს თუ ვიღებთ, თავი კი არ უნდა დავიმშვიდოთ (და ახლობლები), რომ ჩვენი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო რამეს ვაკეთებთ, უნდა დავარქვათ თავისი სახელი, რომ ჩვენი ჯანმრთელობის რისკებზე მივდივართ იმიტომ, რომ მოგვწონს ალკოჰოლის მიღების შედეგები (განწყობის შექმნა, დათრობა თუ რა ვიცი, ვისაც რატომ მოწონს).“

ასევე დაგაინტერესებთ

„ლელო-ძლიერი საქართველო“ – “ქართულ ოცნებას” მოუწევს გაიაზროს, რომ ოპოზიციონერი ქალი პოლიტიკოსის უკანონო პატიმრობის პირობებში სრული პასუხისმგებლობა ელენე ხოშტარიას სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე მათ ეკისრებათ

ნანუკა ჟორჟოლიანი – ჩემთვის და მიშასთვისაც იდეალური იქნებოდა თინა ბოკუჩავას თავჯდომარეობით „ნაციონალურ მოძრაობაში“ ჩემი ინტეგრაცია – ამ პარტიაში ჩემს თავს მენეჯერად განვიხილავ, იქნებ თავჯდომარე ასეთიც შეიძლება იყოს