არქივი13 ნოემბერი, 2024, 11:09
სასამართლო საიას, “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს საპარლამენტო არჩევნების ფარულობის, ისევე როგორც სხვა დარღვევების შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, კოალიცია “ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის” და “ძლიერი საქართველოს” სარჩელებს განიხილავს.
საკითხები, რომლებიც ცესკომ არ დააკმაყოფილა და გაასაჩივრეს, სასამართლომ გააერთიანა და ერთ საქმედ განიხილავს.
საქალაქო სასამართლოში სხდომა 11.00 საათზე იწყება.
არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.