არქივი24 იანვარი, 2024, 11:37
სასამართლო პროცესს სააკაშვილი არ დაესწრება – დეტალები
ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელ სასამართლო პროცესს მიხეილ სააკაშვილი არ დაესწრება და არც დისტანციურად ჩაერთვება – ამის შესახებ განცხადება პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა გააკეთა.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე მტკიცებულებების გამოკვლევა გაგრძელდება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები გამოიკითხებიან.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.