სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ელენე ხოშტარიას მიმართ გადაწყვეტილებას 19 ივნისს გამოაცხადებს

სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფის ფაქტზე ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პოლიტიკოსის, ელენე ხოშტარიას მიმართ გადაწყვეტილებას 19 ივნისს გამოაცხადებს.
გადაწყვეტილებას მოსამართლე დავით თეთრაული მიიღებს.
დღევანდელ სასამართლო პროცესს არ დასწრებია არც ელენე ხოშტარია და არც მისი უფლებადამცველი.
ცნობისთვის, პოლიტიკოსის მიმართ საჩივარი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ შეიტანა. პოლიტიკოსებსა და აქტივისტებს შს სამინისტრო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. მუხლი სასჯელის სახედ 1500 ლარიდან – 4000 ლარამდე ჯარიმას, ან ადმინისტრაციული პატიმრობას 45 დღემდე ვადით ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო