ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

სასამართლო ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 5 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის საქმეზე ბრალდებულების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
ბრალდებულებიდან 3 - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭაშვილი, მამუკა ბაღდავაძე დაკავებულია, ხოლო დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.
დღევანდელ სხდომაზე, ყველა მათგანის მიმართ აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.
პროკურატურა მათ მიმართ ყველაზე მკაცრის აღკვეთის ღონისძიებას - პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. დაცვის მხარე კი მათ გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვს.
როგორ ცნობილია, საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, განზრახ მკვლელობის მცდელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, გასაღების, დანაშაულის დაფარვის და ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტებზე ბრალდება 5 პირს წარუდგინა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.