სასამართლო დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებული პოლიციელის აღკვეთზე მსჯელობს

დაღუპული ბაიკერის საქმეზე დაკავებული საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სასამართლოს მოლოდინია. მისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე ამ წუთებში მსჯელობს. დაკავებულს სახელმწიფო ბრალდება ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება და მას 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
პროკურატურის ინფორმაციით, სწორედ ამ პოლიციელის მიერ დევნის ოპერაციის დროს დაიღუპა 19 წლის ახალგაზრდა.
შემთხვევა თბილისში, ყაზბეგის გამზირზე 2 დღის წინ მოხდა. სამართალდამცველები მოპედით მოძრავ მამაკაცს მისდევდნენ, რა დროსაც პატრული ერთ-ერთმა ეკიპაჟმა სავარაუდოდ გზის სავალი ნაწილი გადაკეტა. ამას კი ავტოავარია და ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ იაკობიძე: რა უნდა გააკეთოს პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ? უნდა შემცირდეს იმპორტდამოკიდებულება, ჩვენ გვჭირდება ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნა და გვჭირდება ინდუსტრიული განვითარება (ვიდეო)

“კობახიძის ფრთა დასავლეთში სახელდებული იყო როგორც პრორუსული და მოიაზრებდა კობახიძე-მდინარაძის ტანდემს. ამ ცვლილებით ბიძინა ივანიშვილი სიგნალს აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ…”