ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლო დარბაზში ადვოკატი გარდაიცვალა

სასამართლოს დარბაზში, პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, მოულოდნელად გარდაიცვალა ადვოკატი ია რეხვიაშვილი. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ავრცელებს.
„ქალბატონი ია თითქმის 30 წელი ერთგულად ემსახურებოდა იურიდიული პროფესიის განვითარებასა ადამიანის უფლებების დაცვას.
ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ ოჯახს, მეგობრებს და მთლიანად იურიდიულ საზოგადოებას, ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი“, — წერს დავით ასათიანი თავის ფეისბუკგვერდზე.

არქივის შესახებპირველწყარო: netgazeti.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.