ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლოში, სადაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმის განხილვა დასრულდა, ხმაური იყო

სასამართლოში, სადაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმის განხილვა დასრულდა, ხმაური იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 21 წლის მათე დევიძის საქმის განხილვა დასრულდა, ხმაური იყო.
დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარემ დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. სწორედ მის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია გახდა სხდომათა დარბაზში მყოფებისა და დევიძის ოჯახის წევრების გაღიზიანების მიზეზი.
დამსწრეებმა სასამართლოს შენობა ხმაურისა და შეძახილების ფონზე დატოვეს.
შემდეგ სასამართლო სხდომაზე დასკვნით სიტყვას დაცვის მხარე წარმოთქვამს. ამ დროისთვის უცნობია, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს თუ არა მათე დევიძე.
ცნობისთვის, მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.