ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლოში კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულის პროცესი იმართება - ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა

საქალაქო სასამართლოში კოსტა სანიკიძეზე თავდასხმის საქმეზე დაკავებულის პროცესი იმართება. სასამართლო აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს. სხდომაზე ბრალდებულმა ადვოკატის აცილება მოითხოვა, რის გამოც პროცესი დროებით გადაიდო.
24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში, განზრახ მკვლელობის მცდელობას ედავება. რაც შეეხება დაზარალებულს, მისი მდგომარეობა სტაბილურია.
მუცლის არეში მიყენებული ჭრილობების გამო, კოსტა სანიკიძეს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. "რუსთავი 2"-ის პროექტ "პრაიმჰაუსის" ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა კვირას დილით მოხდა, ბრალდებული მის სახლში შეიჭრა და მსახიობს ცივი იარაღით 5 ჭრილობა მიაყენა.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.