ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გასულ სხდომაზე დაცვის მხარის მიერ დაყენებულ შუამდგომლობაზე იმსჯელა და დასაკითხ პირთა სიაში დაამატა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ასევე, ნიკოლოზ გაგუა და გივი ლებანიძე.
ბრალდების მხარემ აღნიშნულ შუამდგომლობაზე განაცხადა, რომ პოზიციას აკორექტირებდა და აღნიშნულ მოწმეებს, როგორც ბრალდების მხარის მოწმეებს, ისე წარმოადგენდა.
დღევანდელ სხდომაზე სახელმწიფო ბრალდებას ერთი მოწმე ჰყავს წარმოდგენილი. კერძოდ კი, სასამართლოში ჩვენებას მისცემს გიორგი კიკვიძე, რომელსაც ბრალდებულთან საქმიანი კვეთა ჰქონდა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.