სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 5 პირს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ კიდევ 5 პირს - ექა მაჭავარიანს, ვახო ფიცხელაურს, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, სერგო მეგრელიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა შამათავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
პროკურატურამ ბრალდებულებისთვის პატიმრობა შეფარდება მოითხოვა, მიზეზად - მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე დაასახელა.
ბრალდებულებს ბრალი ორი მუხლით აქვთ წარდგენილი - ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად.
პროკურორის თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით 6 ოქტომბერს დაკავებული 13 პირის საქმე - გაერთიანებულად განიხილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ - გიორგი რურუას, კახაბერ მჟავანაძეს, დავით ჟღენსტა და ალექსანდრე გოგოლაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, ევა შაშვიაშვილსა და დავით სტურუას.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.