პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლომ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებული აქციის 2 მონაწილე პატიმრობაში დატოვა

სასამართლომ ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებული აქციის 2 მონაწილე პატიმრობაში დატოვა

ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით დაკავებულები - თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა.
ბრალდების მხარე მათ ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება. ბექა გოცირიძე - აქტივისტების თქმით, ქართული ოცნების მხარდამჭერია, რომელიც პარლამენტთან პროვოკაციას აწყობდა.
ბექა გოცირიძემ დღევანდელ პროცესზე გამოკითხვისას განაცხადა, რომ მას პრეტენზია არ ექნება, თუ ბრალდებულები გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდებიან. მან პროცესზე ასევე თქვა, რომ თუ ბრალდებულებს გაათავისუფლებენ "ძალიან გაუხარდება".
თორნიკე თოშხუასა და მინდია შერვაშიძეს წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული 2 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ თორნიკე თოშხუას, მინდია შერვაშიძისა და ბექა გოცირიძის დაპირისპირება ბექა გოცირიძის მხრიდან სიტყვიერ შეურაცხყოფას მოჰყვა. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, ბექა გოცირიძეს თან ჰქონდა დანა, რომელიც დაპირისპირებისას ჯიბიდან ამოუვარდა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.