ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლომ ხოშტარიას 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა

სასამართლომ ხოშტარიას 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა

"კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ელენე ხოშტარიას სასამართლომ 5000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო შეუფარდა.

ხოშტარიას აღნიშნული თანხის გადასახდელად სასამართლომ 20-დღიანი ვადა განუსაზღვრა.
აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო სხდომა 3 ნოემბერს გაიმართება.
რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ოპოზიციონერი ლიდერის წერილი საპატიმრო დაწესებულებიდან.
იგი ამბობს, რომ გირაოს გადახდას არ პირებს და მოუწოდებს სხვებსაც, არ გადაიხადონ აღნიშნული თანხა.
***
ოპოზიციონერი ლიდერი პოლიციამ 15 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებისთვის დააკავა.
ხოშტარიას პროკურატურამ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) წარუდგინა, რაც 1-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ხოშტარიამ განზრახ დააზიანა ქართული ოცნების საარჩევნო შტაბზე განთავსებული სამი ბანერი, რამაც გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით", - წერს პროკურატურა.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.