ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლომ ქოლცენტრების საქმეზე ბრალდებულებს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ქოლცენტრების საქმეზე დაკავებული შვიდივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ.
ერთი-ერთი ბრალდებულის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ საქმის მასალები ცხადად ადასტურებს, რომ კონკრეტულად მისი დაცვის ქვეშ მყოფს აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმესთან შემხებლობა არ აქვს.
საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით კი, სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებებში ყველა ბრალდებულის როლი კარგად არის გამოკვეთილი და ფაქტები „ინტერპრეტაციის შესაძლებლობას უბრალოდ არ ტოვებს“.
საქართველოს პროკურატურამ 4 თებერვალს ჩატარებულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ევროპელ კოლეგებთან ჩატარებული გამოძიების შედეგად 7 პირი დააკავა ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლცენტრების მოწყობის ბრალდებით.
პროკურატორის ინფორმაციით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თაღლითურად დაეუფლნენ შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეების კუთვნილ რამდენიმე მილიონ შვეიცარიულ ფრანკს. შემდეგ კი ამ ფულისათვის კანონიერი სახის მისაცემად, თანხები მათივე კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე განათავსეს და ეკონომიკურ ბრუნვაში ჩართეს, მათ შორის შეიძინეს უძრავი ქონება.
დაკავებულებს ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობა და ფულის გათეთრება ბრალდებათ, რაც სასჯელის ზომად 9 დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.