არქივი23 იანვარი, 2026, 17:47
სასამართლომ ტროტუარზე დგომის გამო ნუკრი კაკულია 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა

სასამართლომ ტროტუარზე დგომის გამო ნუკრი კაკულია 4 დღიან პატიმრობაში გაუშვა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ გამოაცხადა.
დილიდან ხალხს პატიმრობაში ერთმანეთის მოყოლებით ტროტუარზე დგომის გამო უშვებენ. 4-4 დღიან პატიმრობაში გაუშვა მოსამართლე დავით მაკარიძემ სამოქალაქო აქტივისტები, სანდრო მეგრელიშვილი და დიმიტრი ჯამბურია. ხოლო 5 დღიანი პატიმრობა შეუფარდა ლუკა ნაგლიაშვილს.
ასევე მოსამართლე ზვიად ცეკვავამ 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა მიხეილ ზაქარეიშვილი.
ტროტუარზე დგომის გამო გასამართლების მოლოდინში არიან ასევე სხვა აქტივისტებიც.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.