არქივი20 თებერვალი, 2025, 20:13
სასამართლომ “ტვ პირველის“ ოპერატორს 2500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული „ტვ პირველის" ოპერატორი, ლაშა ჯიოშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო.
მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილის გადაწყვეტილებით მას ადმინისტრაციული სახდელის სახით 2500 - ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
ცნობისთვის, ლაშა ჯიოშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილით დააკავეს, რაც პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფას გულისხმობს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.