არქივი9 ოქტომბერი, 2025, 18:24
სასამართლომ პოეტ ზვიად რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმისთვის ბრალდებული პოეტი ზვიად რატიანი დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით.
მოსამართლე გიორგი გელაშვილის გადაწყვეტილებით, რატიანს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გელაშვილის განმარტებით, დანიშნული სასჯელი უნდა ემსახურებოდეს მიზანს, ამიტომ ჯარიმა „არაპროპორციული იქნებოდა“.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, ზვიად რატიანმა პოლიციელ თეიმურაზ მეშველაშვილს სახის არეში ხელი დაარტყა. ინციდენტის შემდეგ პოეტი 23 ივნისს დააკავეს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.