ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასამართლომ ოთარ კვარაცხელიას და რატი ტყემალაძეს 2 200-2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ ოთარ კვარაცხელიას და რატი ტყემალაძეს 2 200-2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ სამართალდმარღვევად ცნო.
აღნიშნული გადაწყვეტიელბა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო და მათ ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 200-2 200-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
ოთარ კვარაცხელია და რატი ტყემალაძე 18 იანვარს, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ დააკავეს, მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174- პრიმა მუხლითა და 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონის დარღვევას გულისხმობს, რაც ნიღბის ტარების აკრძალვას მოიცავს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.