სასამართლომ, , ლისის ტბასთან ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმეზე, 5 000 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 5 000 ლარის ოდენობით ჯარიმა შეუფარდა.
დღევანდელ პროცესზე ლისის ტბის ასახვევთან ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილეს. სხდომაზე მოწმის სახით წარმოდგენილი იყო ორი პოლიციელი.
ორივე სამართალდამცველი სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებაში აღნიშნავდა, რომ ნიკა მელიას მხრიდან პოლიციის მისამართით ადგილი ჰქონდა შეურაცხყოფის მიყენებას, მაშინ როცა ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ. თავად ნიკა მელიას თქმით, მას პოლიციისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია და მსგავსს ადგილი არ ჰქონია. მელიას თქმით, მისი დაკავებისას ადგილზე დაახლოებით, 50-მდე პოლიციელი იყო. თავის მხრივ, -ს წარმომადგენლები კი სხდომაზე აცხადებდნენ, რომ მელიას დაკავებისას მხოლოდ სამნი იყვნენ.
შეგახსენებთ, “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. კოალიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.
-ს ინფორმაციით, კი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დაკავებული იყო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა მელია – სააკაშვილმა ისიც მოყვეს, „იმ კაცს“, რომელსაც არ ასახელებს, რა საკითხებზე ეთანამშრომლებოდა, რატომ იყო მისი მოციქული ხელისუფლებასთან, მისი „ვივამედში“ ყოფნის დროსაც! – რა გარიგება დაიდო და ბოლოს რაში „გადააგდეს“

ნიკა მელია – სააკაშვილს უკვე მრავალი წელია ჩემს მიმართ ეჭვიანობა, როგორც ყელს შემოჭერილი მარყუჟი, ისე ახრჩობს – მისთვის ტყუილი და უტიფრობა პროზაულია – სადაც სააკაშვილია, იქ ქვეყნის ინტერესი არაა, იქ მხოლოდ კერძო ეგოისტური ინტერესია