სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა შეუფარდა

გადაწყვეტილება მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ, დღეს 13 ივნისს გამოაცხადა. თავად გვარამია სასამართლო პროცესს არ ესწრება – ის ოჯახთან დამშვიდობების შემდეგ თავად გაემართა რუსთავის პენიტენციური დაწესებულების მიმართულებით, რათა იქ დაელოდოს დაპატიმრებას.
ნიკა გვარამიას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დროს ჩადენილი დანაშაულების შემსწავლელ კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული 30 000 ლარიანი გირაოს გადახდისთვის განკუთვნილი 50 დღიანი ვადა 7 ივნისს გაუვიდა – მისი წინასწარ გაცხადებული პოზიცია იყო რომ ამ გირაოს არ გადაიხდიდა.
ანალოგიურ საქმეზე, რაზეც ნიკა გვარამიას შეეფარდა პატიმრობა, უკვე დაპატიმრებულია სამი პოლიტიკოსი, მათ შორის გვარამია პარტია “ახალის” თანადამფუძნებელი . მელიამდე დააკავეს ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი და პარტია “გირჩი მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურა ჯაფარიძე.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდის შესასწავლად საგამოძიებო კომისია 5 თებერვალს შექმნა. „ქართულ ოცნებას“ „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ აკრძალვა სურს. „კოლექტიურ ნაცმოძრაობაში“ იგი მოიაზრებს დიდ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ბარიერი გადალახეს და რომლებიც არ ცნობენ მოქმედი ხელისუფლების ლეგიტიმაციას.
პარლამენტში შექმნილ დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობა სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით განსაზღვრული დანაშაულია („საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა“ ) და ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე პატიმრობით.
კომისიაში გამოუცხადებლობის გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სხვა პოლიტიკოსების მიმართაც, რომლებმაც პატიმრობას გირაოს გადახდა ამჯობინეს და საქმის სასამართლოში განხილვის თავისუფლებას საპატიმროს გარეთ ელოდებიან:
· და ბადრი ჯაფარიძე (50 000-50 000 ლარი);
· გივი თარგამაძე (10 000 ლარი);
· (50 000 ლარი).
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: უბრალოდ სცადეთ და მეორე ასეთი ბიზნესმენი გაიხსენეთ. შეხედეთ რა უქნეს გონიოს, რას უპირებენ ბახმაროს, რა უქნესს თბილისს, ბათუმს, ქუთაისსაც როგორ ეპარებიან ნელ-ნელა. პირადმა შეჭამა ყველაფერი საზოგადოებრივი

მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმზე – საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, რომ პრაქტიკაში ვისაუბროთ მულტივექტორული დიპლომატიის მნიშვნელობაზე – ბრიუსელის მცდელობა კი, იზოლაციის პოლიტიკით გვიპასუხოს, სტრატეგიული შეცდომაა

შიო III აბიტურიენტებს – გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში – გახსოვდეთ, რომ ცოდნა არის ძალიან დიდი საუნჯე, რომელიც ადამიანს ამაღლებს და ცხოვრების გზაზე წინსვლის საშუალებას აძლევს