არქივი18 მარტი, 2025, 20:08
სასამართლომ თემურ ქათამაძეს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ბათუმელი მედროშის, თემურ ქათამაძის პროცესი გაიმართა. პროცესზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი თემურ ქათამაძისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების თაობაზე.
თემურ ქათამაძის უფლებებს სასამართლოში ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.
17 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა წარუდგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება თემურ ქათამაძის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საქმეზე - განცხადება სრულად.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.