სასამართლომ ბანგლადეშის ყოფილ პრემიერ-მინისტრს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა

ბანგლადეშის სასამართლომ თანამდებობიდან გადაყენებული პრემიერ-მინისტრი, შეიხ ჰასინა კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში დამნაშავედ ცნო და სიკვდილით დასჯა მიუსაჯა, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
სპეციალურმა ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ის პასუხისმგებელი იყო გასულ წელს სტუდენტების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციების ძალადობრივი დარბევის ბრძანების გაცემაზე, რომლის დროსაც გაეროს შეფასებით, 1400-მდე ადამიანი დაიღუპა.
შეიხ ჰასინას განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს, რადგან ის ინდოეთში იმყოფება, რომელსაც თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ შეაფარა თავი.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!