არქივი27 მაისი, 2025, 19:54
სასამართლომ ბათუმში აქციაზე დაკავებულ ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრს, ლუკა ნაცვლიშვილს, რომელიც გუშინ მიმდინარე აქციაზე დააკავეს, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა მიიღო.
პოლიციამ ლუკა ნაცვლიშვილი ბათუმში, საპროტესტო აქციაზე 26 მაისს დააკავა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.