არქივი20 ნოემბერი, 2024, 22:10
სასამართლომ აქციის დაშლისას დაკავებულ ისაკო დევიძეს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 ნოემბრის აქციის დაშლისას დაკავებულ ერთ-ერთ აქტივისტს ისაკო დევიძეს 8-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა ჩაგუნავამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.
დღეს საქალაქო სასამართლოში 19 ნოემბრის დილას, ჭავჭავაძის გამზირზე აქციის დაშლისას დაკავებული 13 აქტივისტიდან 3-ის - ისაკო დევიძის, ირაკლი ანდღულაძისა და დავით წოწორიას სასამართლო პროცესი გაიმართა.
საქალაქო სასამართლომ აქტივისტი ირაკლი ანდღულაძე 2 700 ლარით დააჯარიმა. რაც შეეხება დავით წოწორიას, ამ წუთებში მისი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.