სასამართლომ ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირისთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაუქმების თაობაზე არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო გალუსტაშვილმა აქციაზე დაკავებული 11 პირისთვის აღკვეთის ღონისძიება პატიმრობის გაუქმების თაობაზე არცერთი ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ყველა ბრალდებული კვლავ პატიმრობაში დატოვა.
სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ადვოკატებმა სათითაოდ დააყენეს პატიმრობის გაუქმების ან გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა, მხოლოდ მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა დააყენა გირაოს გარეშეც პატიმრობის გაუქმების შუამდგომლობა და მოითხოვა, რომ ანდრო ჭიჭინაძეს ბრალდებულის სკამი გირაოს გარეშე დაეტოვებინა.
ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი მტკიცებულება, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს ბრალდებულთა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ირკვევა. მათივე თქმით, მეტიც, საქმის მთავარი გამომძიებლის, არსენ ხუნაშვილის ჩვენებაც მთავარი მტკიცებულებაა იმისა, რომ არცერთ პირს, რომლებიც ბრალდებულის სკამზე სხედან, პირდაპირი კავშირი არ უდგინდებათ ორგანიზატორებთან და რომ ზოგადად ბრალდებულებს შორის არანაირი კავშირი არ ვლინდება.
შუამდგომლობების მოსმენის შემდეგ მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ნახევარ საათიანი შესვენება გამოაცხადა. სხდომის განახლების შემდგომ მან გადაწყვეტილება გამოაცხადა და თქვა, რომ ყველა ბრალდებული პირი კვლავ პატიმრობაში რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ

„გლოვოს“ კურიერს , სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას თავს დაესხნენ არასრულწლოვნები – დათოს ოჯახური მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა: მას არ ჰყავს დედ-მამა და მასზე 90 წლის ლოგინად ჩავარდნილი პაპა ზრდიდა

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება – საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ – ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას. სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად