სასამართლოზე იერიში რომ მიჰქონდათ, ახლა აღარ მიაქვთ, რადგან არ უნდათ თქვან, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი

სასამართლოზე იერიში რომ მიჰქონდათ, ახლა აღარ მიაქვთ, რადგან არ უნდათ თქვან, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი
„სისხლის სამართლებრივი პრინციპი არსებობს, რაც ცივილიზებულ სამყაროში მოქმედებს ყველგან, რომ ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს არ ნიშნავს, რომ მას ვიღაცამ ჩაუდო [ნარკოტიკული საშუალებები], – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გიორგი ახობაძის საქმესთან დაკავშირებით საუბრისას.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „დასაბუთებული ვარაუდი არის ბრალის წაყენებისთვის საკმარისი სტანდრატი, მაგრამ განაჩენისთვის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტია და უტყუარობის ხარისხით უნდა იყოს დადასტურებული. თუ უტყუარობის ხარისხით არ დასტურდება, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაული, ყოველგვარი ეჭვი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.“ „ასპროცენტიანი სიზუსტით, რა მტკიცებულებათა ერთობლიობაც ადასტურებს, თუ ეს არ არის და ერთობლიობაში გაჩნდა პატარა ეჭვიც კი, ამ შემთხვევაში, ეს სტანდარტი უნდა იყოს დაცული და ეს არის დემოკრატიულობის ტესტი. ამ შემთხვევაში სასამართლოზე იერიში რომ მიჰქონდათ და აღარ მიაქვთ, რატომ? იმიტომ, რომ არ უნდათ თქვან, რომ სასამართლო არის დამოუკიდებელი, რომ სასამართლომ სწორედ ამ ტესტით და ამ პრეზუმციის დათქმით, მიიღო გადაწყვეტილება, ანუ ეჭვი გადაწყდა მის სასარგებლოდ“-აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა სეფაშვილი 26 მაისის აღნიშვნისას რელიგიური თემატიკის გამოყენებაზე: ჩვენ ძალიან დიდ პატივს ვცემთ ეკლესიას, ეს არის ჩვენი მორალური ღირებულებების შენარჩუნების და გადარჩენის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუცია და ამის ხაზგასმა გადაჭარბებული ნამდვილად არ არის

დონალდ ტრამპი მიხეილ ყაველაშვილს: „ეს წელი ახალ შესაძლებლობებს იძლევა ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის მეგობრული კავშირების განსაახლებლად და ჩვენი ქვეყნების უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის“