ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა აშშ-ის ელჩს უმასპინძლა

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს უმასპინძლა. მან დიპლომატსა და დელეგაციის წევრებს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პრიორიტეტები და მიმდინარე პროექტები გააცნო.
დელეგაციის წევრებმა, ბათუმში, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტი, სუფსაში, საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზა მოინახულეს, ასევე, "აილენდ" კლასის მცურავი საშუალებით, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.