ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე - 1992 წ. დაბადებული ა.ე, 1996 წ. დაბადებული ა.ქ. და 1993 წ. დაბადებული ა.გ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, ა.ე-მ და ა.ქ-მ სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან, საქართველოს მიმართულებით, სასაზღვრო პოლიციის ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ ,,გორგაძეთი“-ს სამოქმედო მონაკვეთზე ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, ხოლო, ა.გ-მ სასაზღვრო სექტორ ,,სარფი“-ს სამოქმედო მონაკვეთზე თურქეთის რესპუბლიკიდან, სასაზღვრო-საკონტროლო პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთას გულისხმობს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.