ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სარჯველაძემ არ უპასუხა კითხვას, როგორ არის მოშიმშილე მზია ამაღლობელი

სარჯველაძემ არ უპასუხა კითხვას, როგორ არის მოშიმშილე მზია ამაღლობელი

„ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
„მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გვითხარით“, - მიმართა „მთის ამბების“ დამფუძნებელმა გელა მთივლიშვილმა სარჯველაძეს, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს.
„რატომ გვაიგნორებთ? რა იცით მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ? აი, გისმენთ“, - ჰკითხა ლიკა ზაკაშვილმა, „პუბლიკის“ მთავარმა რედაქტორმა.
„ვიდექი, ვაპირებდი პასუხების გაცემას ყველა დასმულ კითხვაზე. თქვენ გადაწყვიტეთ ასე გაგრძელება“, - უთხრა სარჯველაძემ დღეს, 27 იანვარს, სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინ თბილისი რივერვიუში“ შეკრებილ ჟურნალისტებს, რომლებიც ამაღლობელის შესახებ უსვამდნენ კითხვებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.