ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სარფში 128 159 ლარის ოქროს ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო პუნქტზე 128 159 ლარის ღირებულების 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობების საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანისთვის უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“-ს გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 1 237 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები, რომელთა საბაჟო ღირებულება შეადგენს 128 159 ლარს" - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება გრძელდება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7-წლამდე ვადით.

არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.