ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – შემოსავლების სამსახური

სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ზოდებისა და ნაკეთობების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს – შემოსავლების სამსახური

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი“, მებაჟე ოფიცრებმა, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, 600 გრამზე მეტი არადეკლარირებული, სერტიფიცირებული/უნიკალური ნუმერაციის მქონე ოქროს ზოდები და საიუველირო ნაკეთობები აღმოაჩინეს – ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნული საქონელი სამართალდამრღვევ მოქალაქეს სხვადასხვა ხელბარგში ჰქონდა განთავსებული.
არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 131 657 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.
შემოსავლების სამსახური ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე, არადეკლარირებული საქონლის გადაადგილების მონიტორინგი მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.