ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

სარგებელს "აიაქსიც" ნახავს... ბოლო უცნობი დეტალები მიქაუტაძის ტრანსფერზე - გიორგი დღეს მონაკოში იქნება და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს

სარგებელს "აიაქსიც" ნახავს... ბოლო უცნობი დეტალები მიქაუტაძის ტრანსფერზე - გიორგი დღეს მონაკოში იქნება და სამედიცინო შემოწმების შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს
ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო "მონაკოში" საქართველოს ნაკრების ფორვარდის გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერის ბოლო დეტალებზე წერს.
მისი ინფორმაციით, ჩვენებური დღეს მონაკოში იქნება, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს.
ჩვენი იტალიელი კოლეგა წერს, რომ Louis II-ს ბინადრები, 23 წლის თავდამსხმელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს გადაიხდიან, რასაც 4 მილიონი ბონუსებით დაემატება.
აღსანიშნავია, რომ ამ ტრანსფერით გარკვეულ ფინანსურ მოგებას გიორგი მიქაუტაძის ყოფილი კლუბი "აიაქსიც" ნახავს. მოგეხსენებათ, "მეცმა" ქართველმა ამსტერდამელებიდან რამდენიმე კვირის წინ 13 მილიონ ევროდ გამოისყიდა, მაგრამ კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც, "აიაქსი" ფეხბურთელის
შემდეგი გაყიდვიდან 15%-ს მიიღებდა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.