არქივი13 დეკემბერი, 2024, 11:22
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ რეგისტრაციის საკითხს მხარი დაუჭირა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის - „ხალხის ძალის“ რეგისტრაციის მიზანშეწონილობის საკითხი განიხილა.
ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
კომიტეტის თავმჯდომარის დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკითხის მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ წარმოდგენილი მასალები შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, რის საფუძველზეც კომიტეტმა მხარი დაუჭირა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას.
პარლამენტის ცნობით, საკითხი პლენარულ სხდომაზე დასამტკიცებლად გავა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.