არქივი9 ნოემბერი, 2025, 23:27
საპროტესტო მსვლელობის შემდეგ მომიტინგეები კვლავ პარლამენტთან დაბრუნდნენ

აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობის შემდეგ კვლავ პარლამენტის შენობასთან გადმოინაცვლეს.
მომიტინგეების მხრიდან მსვლელობისას ისმოდა შეძახილები: “არა რუსეთს”, “საქართველო აჯანყდი”, “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს”.
მსვლელობის დროს, აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილის დაკავებას ითხოვდნენ, რაზეც სამართალდამცველებმა მოუწოდეს, რომ არასაკმარისი რაოდენობის გამო, მათ ამის უფლება არ ჰქონდათ, რამაც ადგილზე სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.