საპროტესტო მოძრაობა “300 ქალი” 19 ივლისს დაგეგმილ აქციას უერთდება

მოძრაობა “300 ქალი” 19 ივლისს დაგეგმილ აქციას უერთდება. ამის შესახებ აქტივისტმა ქალებმა, ცოტა ხნის წინ სიმბოლურად სამასი არაგველის მონუმენტთან განაცხადეს.

მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ისინი მხარს უჭერენ იმ პოლიტიკურ პარტიებს, ვინც თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ და მათთვის მისაღები მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნებია.

ჩვენ, მოძრაობა “300 ქალი” მხარს ვუჭერთ ოპოზიციური პარტიების ერთობას. არ ვაღიარებთ 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს და ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს და ვუეთდებით, 19 ივლისს, საღამოს 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან”, – ნათქვამია მოძრაობა “300 ქალის” განცხადებაში. 

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჩხობაძე: კუს ტბაც კი საფრთხის წინაშეა, მეწყრული პროცესები შეიძლება განვითარდეს. სერიოზული მეწყერი გვაქვს ვაშლიჯვარში. კონიაკის დასახლებაზე აღარაფერს ვამბობ, სადაც ბევრ ადგილას მეწყერია ჩამოსული (ვიდეო)

ქეთევან თურაზაშვილი – ელისაშვილის მიმართ ბრალის დამძიმება, პაპუაშვილის განცხადების შემდეგ იყო, დღეს კი კობახიძემ გამოაცხადა, რომ ეს იყო ტერორიზმი და შემდეგ მოვისმინეთ 13-წლიანი განაჩენი – გავაგრძელებთ ბრძოლას, ეს ასე არ დარჩება

„ძლიერი საქართველო – ლელო”- დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში სასამართლო არ ემსახურება მართლმსაჯულებას – ალეკო ელისაშვილი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარია