საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით „ქართული ოცნების “ სათავო ოფისისკენ გაემართნენ
ე.წ რუსული კანონის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები პარლამენტისა და სასტუმრო პარაგრაფის მიმდებარე ტერიტორიებიდან თავისუფლების მოედნის გავლით „ქართული ოცნების “ სათავო ოფისისკენ გაემართნენ.
ამ დროისთვის თავისუფლების მოედანზე ავტომობილების მოძრაობა შეზღდულია.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ მართავდნენ საპროტესტო აქციას, სადაც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში კონფერენცია იმართებოდა.
აქციის ორგანიზატორები აცხადებდნენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა და გააპროტესტონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.