ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას კვერცხები ესროლეს

პარლამენტის მე-11 მოწვევის პირველი სხდომის პარალელურად, აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად საკანონმდებლო ორგანოს შენობას კვერცხები ესროლეს.
პარლამენტის მარჯვენა შესასვლელთან კვლავ რჩებიან აქციის მონაწილეები, რომლებიც საყვირებითა და სხვადასხვა შეძახილებით, პარლამენტში მყოფი დეპუტატებისთვის ხმის მიწვდენას ცდილობენ.
ადგილზე ასევე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, რომლებსაც ზუბალაშვილის ქუჩაზე კორდონი აქვთ გაკეთებული და აქციის მონაწილეებს პარლამენტის უკანა შესასვლელთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 25 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.