ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქციებს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს – IPM კვლევები

საპროტესტო აქციებს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს – IPM კვლევები

IPM კვლევებმა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა. კვლევის თანახმად, საპროტესტო აქციებს მოსახლეობის 65% უჭერს მხარს. 28% მხარს არ უჭერს, ხოლო 7%-მა არ იცის ან უარს ამბობს, შესაბამის კითხვაზე პასუხი გაცემაზე.
აღსანიშნავია, რომ 18-34 წლის ახალგაზრდებში საპროტესტო მუხტი უფრო მაღალია, მათგან აქციებს 76% უჭერს მხარს.
35-54 წლის ასაკობრივ ჭრილში აქციების მხარდაჭერა 60%-ია, ხოლო 55 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში – 58%.
IPM კვლევებმა სატელეფონო გამოკითხვა მთელი საქართველოს მასშტაბით, 3-12 დეკემბრის ინტერვალში ჩაატარა. გამოიკითხა 18+ წლის 1600 მოქალაქე. კვლევის ცდომილება 95% ნდობის ინტერვალში არ აღემატება +/- 2,5%-ს

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.