ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქციების უკან ისრაელი და აშშ დგანან - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

საპროტესტო აქციების უკან ისრაელი და აშშ დგანან - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

საპროტესტო აქციების უკან ისრაელი და აშშ დგანან - ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი
საპროტესტო აქციების უკან ისრაელი და აშშ დგანან, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა.
„ისინი საპროტესტო აქციებში პირდაპირ ერევიან. ცდილობენ, რომ მშვიდობიანი დემონსტრაციები ძალადობრივ საპროტესტო აქციებად გარდაქმნან“, - განაცხადა არაღჩიმ.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა „რეალობას მოწყვეტილი“ უწოდა.
„ეს განცხადება ყურადღების გადატანის მცდელობაა იმ მასშტაბური პრობლემებისგან, რომლის წინაშეც ირანის რეჟიმი დგას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.