ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მიმინოშვილი სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა. მან თავდაპირველად წყალი ითხოვა, შემდეგ კი რამდენიმე წუთით სხდომის დარბაზიდან გასვლა. მისი თქმით, დარბაზში უჰაერობის გამო გახდა შეუძლოდ.
ამის შემდეგ ადვოკატებმა კვლავ სთხოვეს მოსამართლეს დარბაზის შეცვლის შუამდგომლობა, თუმცა, მოსამართლემ დარბაზი კვლავ არ შეცვალა. მისი განმარტებით, ბრალდებულს რამდენიმე წუთით დაელოდებიან და თუკი საჭირო გახდება, სასასწრაფო დახმარებას გამოუძახებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.