ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება - ადვოკატების გამოცხადებამდე სასამართლო პროცესი შეჩერებულია

საპროტესტო აქციების დროს დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება - ადვოკატების გამოცხადებამდე სასამართლო პროცესი შეჩერებულია

საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ 5 პირს საზოგადოებრივი ადვოკატი დაენიშნება. აღნიშნული მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ადვოკატებმა და ბრალდებულებმა სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს, ვინაიდან მოსამართლემ სხდომათა დარბაზი არაერთხელ დაყენებული შუამდგომლობის მიუხედავად, არ შეცვალა.
ადვოკატების განმარტებით, ისინი უარს არ აცხადებენ პროცესში მონაწილეობაზე, უბრალოდ ბრალდებულებისთვის და ადვოკატებისთვის შესაბამის სამუშაო პირობებს ითხოვენ.
დაკავებული პირებიდან 4 - ნიკოლოზ ჯავახიშვილი, გიორგი გორგაძე, ზვიად ცეცხლაძე და ირაკლი მიმინოშვილი 21 წელს მიუღწეველი პირები არიან, კიდევ ერთი ბრალდებული ინსაფ ალიევი კი ქართული ენის არ მცოდნეა. შესაბამისად, ისინი სავალდებულო დაცვას ექვემდებარებიან.
რაც შეეხებათ დანარჩენ პირებს, მათ შემთხვევაში მხარეთა გამოუცხადებლობა პროცესის გაგრძელებას არ აფერხებს.
სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატების გამოცხადებამდე პროცესი შეჩერებულია.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.