ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შემდეგ პირველად, კამალა ჰარისი მილუოკიში მხარდამჭერებს შეხვდა

საპრეზიდენტო კამპანიის დაწყების შემდეგ პირველად, კამალა ჰარისი მილუოკიში მხარდამჭერებს შეხვდა.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა უისკონსინის შტატის უესტ-ალისის უმაღლეს სკოლაში 3000-მდე მხარდამჭერს სიტყვით მიმართა.
„საბოლოოდ, ამ არჩევნებზე თითოეული ჩვენგანის წინაშე დგას შეკითხვა: როგორ ქვეყანაში გვსურს ცხოვრება? გვსურს ვიცხოვროთ თავისუფლების, თანაგრძნობისა და კანონის უზენაესობის ქვეყანაში თუ შიშის, ქაოსისა და სიძულვილის ქვეყანაში? თითოეულ ჩვენგანს ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემის შესაძლებლობა აქვს. ძალაუფლება ხალხის ხელშია“, - განაცხადა კამალა ჰარისმა.
კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიის ცნობით, ჯო ბაიდენის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნიდან 36 საათში კამპანიამ 100 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.