ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, დონალდ ტრამპი ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაცვის ხარჯი მშპ-ის 3%-მდე გაზარდონ“ - The Times

დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნატო-ს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, თავდაცვაზე მშპ-ის არა 2%, არამედ 3% დახარჯონ. ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
ჟურნალის წყაროს ცნობით, თავდაცვის ხარჯებთან დაკავშირებით ტრამპს ახალი მიზანი აქვს, რაზეც გავლენა აპრილში პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრამ მოახდინა.
„ტრამპი ფიქრობს ხარჯების 3%-მდე გაზრდას, რაც არ ითვალისწინებს თანხებს უკრაინისთვის,“ – წერს გამოცემა ტრამპთან დაახლოებულ პირზე დაყრდნობით.
დღესდღეობით თავდაცვაზე მშპ-ის 3%-ზე მეტს ნატო-ს მხოლოდ სამი ქვეყანა ხარჯავს – აშშ, პოლონეთი და საბერძნეთი.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.