ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს

საპრეზიდენტო არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს

პარლამენტში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია ირჩევს. ბიულეტენები სახელობითია. პრეზიდენტის პოსტზე, “ქართული ოცნების” მიერ, წარდგენილია მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა.
ოპოზიცია “ქართული ოცნების” მიერ დასახელებულ კანდიდატს აკრიტიკებს და პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს. ოპოზიციურ პარტიებს არ წარუდგენიათ კანდიდატი და პროცესშიც არ მონაწილეობენ.
300-კაციანი კოლეგიიდან, ახალი პრეზიდენტის ასარჩევად, მინიმუმ, 200 ხმაა საჭირო.
ცესკოს წარმომადგენელი ანბანური პრინციპით აცხადებს საარჩევნო კოლეგიის წევრებს. თითოეულ მათგანს მისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენი გადაეცემა. არჩევანის დაფიქსირების შემდეგ, ისინი ბიულეტენებს სხდომათა დარბაზში განთავსებულ საარჩევნო ყუთში ათავსებენ.
კენჭისყრა 14:00 საათამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც ცესკო არჩევნების შედეგებს შეაჯამებს.
საარჩევნო კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი თანამდებობას 5 წლის ვადით დაიკავებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.