ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს მომიტინგეებისგან დაკავებების ფონზე ათავისუფლებენ - დაშავდა რამდენიმე პირი

საპოლიციო ძალები რუსთაველის გამზირს მომიტინგეებისგან დაკავებების ფონზე ათავისუფლებენ - დაშავდა რამდენიმე პირი

სამართალდამცველებმა რუსთაველის გამზირის მომიტინგეებისგან გათავისუფლება დაიწყეს.
საპოლიციო ძალები ბესიკის ქუჩიდან, მეტრო - "რუსთაველიდან" და "თავისუფლების მოედნიდან" ერთდროულად დაიძრნენ და მომიტინგეები ალყაში მოაქციეს.
პარალელურად მიმდინარეობს დაკავებებიც.
არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც, რომელთაც ადგილზე უწევენ პირველად დახმარებას სასწრაფო სამედიცინო ჯგუფები. როგორც ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" რეპორტიორი იუწყება, აქციის მონაწილეებს აღენიშნებოდათ დაზიანებები თავისა და სახის არეში. ზოგიერთი აქციის მონაწილის გადაყვანა საკაცით გახდა საჭირო.
სპეცრაზმი შლის რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების მიერ აღმართულ ბარიკადებსაც.
თითქმის სრულ პერიმეტრზე სამართალდამცველები დგანან.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.