არქივი16 დეკემბერი, 2024, 16:36
საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა თანამდებობა დატოვა

საპენსიო სააგენტოს მთავარმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
გამოცემა საპენსიო სააგენტოზე დაყრდნობით წერს, რომ მელიქიძე კარიერას კერძო სექტორში, ცენტრალურ აზიაში გააგრძელებს.
მათივე ცნობით, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მთავარი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობას ლევან ვერძეული შეასრულებს, რომელიც საპენსიო სააგენტოში 2020 წლიდან საინვესტიციო სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებს.
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.