ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საპენსიო სააგენტოს აქტივებმა 5 მლრდ ლარს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო სააგენტოს ატქივებმა დღეს 5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. ეს თანხა წარმოადგენს 1.3 მილიონი ადამიანის საპენსიო დანაზოგს, რაც ერთ მონაწილეზე საშუალოდ 3,739 ლარს შეადგენს.
დაგროვებითი საპენსიო სისტემით დაზოგილ თანხებს მოქალაქეები საპენსიო ასაკის მიღწევისას, საბაზო სახელმწიფო პენსიებთან ერთად მიიღებენ, შესაბამისად, ეს მეორე საფეხურის პენსიებს წარმოადგენს.
არსებული მდგომარეობით, მოსახლეობის საპენსიო დანაზოგების 99%, ანუ 4.9 მილიარდი ლარი დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში არის განთავსებული. აღნიშნული პორტფელის 80% ქართულ საინვესტიციო აქტივებში არის ინვესტირებული, 20% კი უცხოურ ვალუტაშია ნომინირებული და მისი მეშვეობით საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე არის ინვესტიციები განხორციელებული. შესაბამისად, პორტფელის 57% ქართული ბანკების ლარის სადეპოზიტო სერტიფიკატებში დევს, 16% დევს საქართველოს სახაზინო ობლიგაციებში, 18.7% გლობალურ კორპორაციულ აქციებში, 6.5% ბანკის მიმდინარე ანგარიშებზე, 0.9% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, 0.5% კი ევროობლიგაციებში.
წყარო: bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.